საიტის ძველი ვერსია

გადასვლა
Be loved. Be smart

05 ბამბუკის სკრაბ-ექსფოლიატორი

ყველა ტიპის კანისთვის

ბამბუკის წყალზე დამზადებული სკრაბი-ექსფოლიატორი კანს გახდის გლუვს, აავსებს მას ენერგიით და ბზინვარებით. ალფა ჰიდროქსი მჟავისა და ბეტა ჰიდროქსი მჟავის კომპლექსი, ასევე ბამბუკის და ნახშირის ფხვნილი უზრუნველყოფს დელიკატურ ქიმიურ და მექანიკურ გავლენას კანზე. სკრაბი ნაზად აშორებს კანის მკვდარ ნაწილაკებს, ასწორებს კანის ზედაპირს, აუმჯობესებს სახის ფერს და ამზადებს მას კონცენტრირებული შრატებისა და ნიღბებისათვის.

კანის ტიპის მიხედვით რეკომენდირებულია კვირაში 1 ან 2 გამოყენება.

გამოდგება ყველა ტიპის კანისთვის, მათ შორის მგრძნობიარე კანისთვის.

50 მლ

დამზადებულია რუსეთში

0 % ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, SLS, SLES, DEA, მინერალური ზეთი

890

სკრაბი, აშორებს მკვდარ უჯრედებს, ღრმად აღწევს კანში, აქრობს დაბინძურებას და ზედმეტ ცხიმს. დელიკატურად აშორებს და ასუფთავებს კანს ისე, რომ არ აზიანებს მას. ასწორებს ტექსტურას, აუმჯობესებს სახის ფერს, ავიწროვებს ფორებს და და ააქტიურებს სებორეგულაციის ფუნქციას.

 

ბამბუკის ფხვნილი საკუთარი უნიკალური ბიოლოგიურად აქტიური თვისებების წყალობით ატენიანებს კანს, ავსებს მას ვიტამინებით და მიკროელემენტებით, ამაღლებს ტონუსს, ხელს უწყობს უჯრედების განახლებას, ახდენს კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებას და ნაზად აშორებს მკდვარ ფენას.

ნახშირის ფხვნილი შთანთქავს ზედმეტ ცხიმს და ამცირებს კანის მბზინვარებას.

ბამბუკის წყალი სილიციუმის მაღალი შემცველობის წყალობით, იგი ებრძვის ასაკთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც ამცირებენ კანის ტურგორს, აღადგენს კოლაგენის ბუნებრივ გამომუშავებას, , რის შედეგადაც კანი ხდება უფრო მკვრივი და ელასტიური. 

გლიკოლის მჟავა — ამინომჟავების დედოფალი. მცირე მოლეკულის ზომის წყალობით, მჟავა აღწევს დერმის ზედა ფენებში, ისე რომ არ არღვევს ეპიდერმისის ბარიერს, აქტიურად ანახლებს კანს, იწყებს უჯრედების აქერცვლის პროცესს და შესანიშნავად ატენიანებს და ინარჩუნებს ტენიანობას დიდი ხნის განმავლობაში.

სალიცილის მჟავა ხელს უწყობს ღია კომედონების მოშორებას და ფორების შევიწროვებას, ამცირებს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობას.

 

0 % ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, SLS, SLES, DEA, მინერალური ზეთი

აქტიური კომპონენტები: ბამბუკის და ნახშირის ფხვნილი, ბამბუკის წყალი, სალიცილის და გლიკოლის მჟავები, შვრიის ექსტრაქტი, პანთენოლი, ხორბლის ჰიდროლიზებული ცილები.

შემადგენლობა: BAMBUSA (BAMBOO) WATER (AQUA* (AND) PROPYLENE GLYCOL (AND) BAMBUSA ARUNDINACEA LEAF EXTRACT* (AND) POTASSIUM SORBATE (AND) SODIUM BENZOATE), ISOHEXADECANE, CAPRYLYL/CAPRYL GLUCOSIDE, CHARCOAL POWDER*, GLYCOLIC ACID*, SALICYLIC ACID*, GLYCERIN* (AND) AQUA* (AND) AVENA SATIVA (OAT) SEED EXTRACT*, BAMBUSA (BAMBOO) VULGARIS STEM POWDER*, GLYCERIN*, PANTHENOL, PHENOXYETHANOL (AND) ETHYLHEXYLGLYCERIN, HYDROLYZED WHEAT PROTEIN*, HYDROXYETHYL ACRYLATE/SODIUM ACRYLOYLDIMETHYL TAURATE COPOLYMER, XANTHAN GUM*, FRAGRANCE, LINALOOL, BENZYL SALICYLATE.

* ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტები.

დაიტანეთ ნამიან, წინასწარ გასუფთავებულ სახის კანზე, მოერიდეთ  თვალის გარშემო კანს. დაიმასაჟეთ ნაზი წრიული მოძრაობებით. ჩამოიბანეთ წყლით.

პროდუქტის მიმოხილვები 05 ბამბუკის სკრაბ-ექსფოლიატორი

თქვენი ადგილდებარეობა

ყურადღება! ქვეყნის შეცვლის შემთხვევაში შესაძლებელია კალათა შეიცვალოს.