საიტის ძველი ვერსია

გადასვლა
Be Loved Oriental

სახის დასაბანი ჰიდროგელის ზეთი

PERFECT CLEANSING OIL BL Oriental — ძვირფასი ზეთების უნიკალური კოქტეილი, რომელიც ნაზად და ფრთხილად ხსნის ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე მყარ მაკიაჟს.

პრეზენტაცია

120 მლ

დამზადებულია კორეაში

1690
!შესაძლებელია სასაჩუქრე ანგარიშიდან გადახდა

სახის დასაბანი ჰიდროგელის ზეთი BL Oriental შეიცავს ძვირფას ზეთებს, რომლებიც კანს ატენიანებს და აცოცხლებს. ღრმად წმენდს კანს, ეს ვიტამინიზირებული პროდუქტი ნაზად სრიალებს კანზე და წყალთან კონტაქტისთანავე გარდაიქმნება დელიკატურ რძის ემულსიად. მისი წყალში ხსნადი ფორმულა ადვილად ირეცხება და ეფექტურად აშორებს მაკიაჟს და დაბინძურებას.

ვისთვის არის?

  • მათთვის, ვისაც უყვარს სიახლეები.
  • მათთვის, ვინც ეძებს სილამაზის ექსპრეს-საშუალებას.
  • მათთვის, ვინც აფასებს თანამედროვე შეფუთვას.
  • მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კოსმეტიკის ხარისხი და უსაფრთხოება.

მაღალი ეფექტურობის კოსმეტიკური კომპონენტები

კორეის უნიკალური ზღვისპირა კლიმატი, უნიკალური ლანდშაფტი, ჟანგბადით მდიდარი ჰაერი - ამ ყველაფერმა შექმნა იდეალური პირობები მაღალი სამკურნალო და კოსმეტიკური ეფექტურობის მქონე მცენარეების ბუნებრივი ზრდისთვის. RB Group იყენებს ფარმაცევტული კლასის ინგრედიენტებს, შესწავლის უმაღლესი დონით და კლინიკური კვლევებით.

კორეელი კოსმეტოლოგების უახლესი მიღწევები

კორეული კოსმეტიკა ცნობილია ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით. კორეელი მეცნიერები მუდმივად ეძებენ ახალ და იკვლევენ ტრადიციულ აქტიურ ინგრედიენტებს კოსმეტიკაში. ისინი აუმჯობესებენ მათთან მუშაობის მეთოდებს, განსაზღვრავენ ყველაზე ეფექტურ კომბინაციებსა და ფორმულებს, აოცებენ მთელი მსოფლის ქალებს საკუთარი კოსმეტიკური საშუალებებით.

ინდივიდუალური მიდგომა

ყველა პროდუქტი ჰარმონიულად არის შერწყმული ერთმანეთთან. თქვენ მარტივად შეგიძლიათ შეარჩიოთ პროდუქტები, რომლებიც მიზნად ისახავს კონკრეტულად თქვენი კანის პრობლემის მოგვარებას და დაუმატოთ ისინი თქვენს ყოველდღიურ რუტინას.

ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოება 

ჩვენი კორეელი პარტნიორის RB group ის წარმოების პროცესი, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობს, დამოწმებულია ხარისხის მართვის სტანდარტებით ISO 9001, 14001, 22716, რაც ადასტურებს, რომ თითოეული პროდუქტის წარმოება მკაცრად კონტროლდება ყველა ეტაპზე — კომპონენტების მოძიებიდან პროდუქტის გამოშვებამდე.

შედეგი პირველივე მოხამრების შემდეგ 

ახალგაზრდობისა და დღეგრძელობის უნიკალური ეროვნული რეცეპტები, დროში გამოცდილი, კოსმეტიკური კვლევის საფუძველი ხდება, მათ ემატება მძლავრი სამეცნიერო ბაზა და ეს ყველაფერი ამტკიცებს მაღალ ეფექტურობას.

შემადგენლობა: ZEA MAYS (CORN) OIL, CETYL ETHYLHEXANOATE, PEG-30 SORBITAN TETRAOLEATE, CAPRYLIC/CAPRIC TRIGLYCERIDE, FRAGRANCE, SORBITAN SESQUIOLEATE, PHENOXYETHANOL, SIMMONDSIA CHINENSIS (JOJOBA) SEED OIL, PRUNUS ARMENIACA (APRICOT) KERNEL OIL, OLEA EUROPAEA (OLIVE) FRUIT OIL, BHT, CALENDULA OFFICINALIS FLOWER OIL, HELIANTHUS ANNUUS (SUNFLOWER) SEED OIL, BENZYL SALICYLATE, BUTYLPHENYL METHYLPROPIONAL, CITRONELLOL, LIMONENE, GERANIOL, HEXYL CINNAMAL, LINALOOL.

ჟოჟობას ზეთი — შეიცავს კოლაგენის მსგავს ამინომჟავას, რომელიც კანს უბრუნებს ელასტიურობას და სიმკვრივეს. ასევე ვიტამინ E-ს მაღალი კონცენტრაციით, რომელიც ანტიოქსიდანტია და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. შესანიშნავად კვებავს და ატენიანებს კანს წყალში არსებული ცვილის ეთერების წყალობით, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის სებუმის შემადგენლობასთან.

გარგარის ზეთი — მყისიერად აცოცხლებს დაღლილ კანს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, აუმჯობესებს სიმკვრივეს და ელასტიურობას. იდეალურად ატენიანებს და ინარჩუნებს ტენიანობას მშრალ კანში, აღადგენს და ინარჩუნებს წყლის ბალანსს კანში, აშორებს აქერცლილ ზედაპირს და ცხიმიანი კანის შემთხვევაში აღადგენს ეპიდერმისის დამცავ ფუნქციებს, ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზაციას, აქრობს ანთებას.

Ზეითუნის ზეთი — მდიდარია ვიტამინი E-ს შემცველობით, რომელიც ინარჩუნებს ახალგაზრდულ კანს. A და D ვიტამინები, რომლებსაც შეიცავს ზეთი, მონაწილეობენ ეპიდერმისის განახლებაში, ამცირებენ კერატინიზებული ნაწილაკების რაოდენობას, კანს ხდიან გლუვს და აქრობენ ანათებს.

კალენდულას ზეთი — ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციის დაჩქარებას, ამიტომ იგი შესანიშნავი საშუალებაა ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების დროს დერმის გამაახალგაზრდავებლად, ნაოჭების თავიდან ასაცილებლად. კომპონენტის გამოყენება აუმჯობესებს და ათანაბრებს სახის ფერს.

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ბოთლი და ამოიღეთ ფიქსატორი დისპენსერიდან. წაისვით მცირე რაოდენობით მშრალ ხელის გულზე, თანაბრად გაანაწილეთ წრიული მასაჟის მსგავსი მოძრაობებით სახის მშრალ კანზე. შემდეგ დაისველეთ ხელები წყლით, ცოტა კიდევ დაიმასაჟეთ კანი და კარგად ჩამოიბანეთ წყლით.

პროდუქტის მიმოხილვები სახის დასაბანი ჰიდროგელის ზეთი