საიტის ძველი ვერსია

გადასვლა
YO Coffee

დაფქული ყავა BRAZIL DECAF

100% ბრაზილიური არაბიკა, აქვს კაკაოს ღრმა და სასიამოვნო გემო და ქიშმიშის ტკბილი არომატი.

მარცვლებიდან კოფეინის გამოყვანის ყველაზე უსაფრთხო მეთოდის — Swiss Water ის წყალობით, ამ ყავით თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ, როგორც საღამოს, ასევე ძილის წინაც კი.

მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული ყავის მხოლოდ 10% შეესაბამება ისეთ მაღალ კლასს როგორიცაა  Specialty.

მოხალვის უნიკალური პროფილი (medium) ხდის ყავას გამორჩეულს, ამავდროულად ინარჩუნებს მის ნაზ გემოს და მდიდარ არომატს.

ტექნოლოგიური შეფუთვა საშუალებას იძლევა შენარჩუნებული იქნას ახლადმოხალული მარცვლების მდიდარი გემო და გამორჩეული არომატი.
 

წონა ნეტო 200 გრ

დამზადებულია რუსეთში

460
!შესაძლებელია სასაჩუქრე ანგარიშიდან გადახდა

ჩვენ შევინარჩუნეთ შეუდარებელი არომატი და ყავის ყველა სასრგებლო თვისება, თუმცა მოვაშორეთ კოფეინი. ახლა უკვე საყვარელი სასმელი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც საღამოს, ასევე ძილის წინაც, რადგანაც კოფეინის შემცველობა მასში — 0,01% - ზე ნაკლებია. 

ყავის თითოეული ჭიქა მოგცემთ მაქსიმალურ სარგებელს, შეიცავს ანტიოქსიდანტებს, მაგნიუმს, მანგანუმს, კალიუმს, B ჯგუფის ვიტამინებს, აქვს კაკაოს ნაზი არომატი, ქიშმიშის სასიამოვნო გემო.

ბრაზილია - მსოფლიო ლიდერი ყავის წარმოებაში. ყავის ხეების დაბლობებზე ზრდის ხარჯზე, ბრაზილიური არაბიკია მთელს მსოფლიოში ცნობილია საკუთარი ზომიერი სიმწარით და შეუდარებელი არომატით.

მოხალვის უნიკალური პროფილი (medium) ხდის სასმელს უფრო გამორჩეულს, ამავდროულად ინარჩუნებს მის ნაზ გემოს და მდიდარ არომატს.

ვისთვის არის?
•    ვინც ერკვევა ყავაში
•    ვინც უკოფეინო ყავას სვავს
•    ვისაც სურს მიიღოს ენერგია
•    ვისთვისაც მნიშვნელობა აქვს მარცვლების და მოხალვის ხარისხს
 

კლასი Specialty coffee — ეს არის ნარჩევი ყავის მარცვლები მსოფლიოს საუკეთესო პლანტაციებიდან. ასეთი ყავა იზრდება ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში და მხოლოდ ხელით იკრიფება. მარცვლების სორტირება ხდება მათი ფორმის, ზომის და ხარისხის მიხედვით და მუშავდება მხოლოდ ნატურალური საშუალებებით.  მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული ყავის მხოლოდ 10% შეესაბამება  მაღალ კლასს.

DeCafe — ეს არის ყავის მარცვალი, რომელსაც გამოაცალეს კოფეინი. მარცვლიდან კოფეინის გამოყვანის ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდი — Swiss Water —  ინარჩუნებს ყავის ყველა სასრგებლო თვისებას და მის შეუდარებელ არომატს.

სწორი მოხალვა — თითოეული სორტი იხალება სერტიფიცირებული როსტ-სპეციალისტების მიერ, სპეციალური მეთოდით და უნიკალური რეცეპტით, რათა მაქსიმალურად იქნას გახსნილი კონრეტულად ამ ჯიშის ყავის გემო და არომატი.

მოხალვის შემდეგ სწრაფი დაფასოება საშუალებას იძლევა შენარჩუნებული იქნას ყავის მდიდარი გემო და გამორჩეული არომატი.

ყავის თითოეულ პაკეტს აქვს სპეციალური სარქველი, რომელიც გამოდევნის გაზს და არ უშვებს პაკეტში ჟანგბადს. აქედან გამომდინარე, შენახვის პროცესში ყავა არ კარგავს გემოს და არომატს.

შემადგენლობა: 100 % არაბიკა.

მომზადების რეკომენდირებული მეთოდები:

1. ფრენჩ-პრესი: 4 ჩაის კოვზი დაფქვილი ყავა ჩაყარეთ ფრენჩ-პრესში, დაასხით 250 მლ ადუღებული წყალი, დააყენეთ 3-5 წუთის განმავლობაში. დატკბით!

2. ყავის მადუღარა: 4 ჩაის კოვზი დაფქვილი ყავა (250 მლ წყალზე) ჩაყარეთ ყავის მადუღარაში. ჩართეთ ყავის მომზადების საყვარელი პროგრამა. დატკბით!

 

პროდუქტის მიმოხილვები