საიტის ძველი ვერსია

გადასვლა
Herbal Tea

ფიტოჩაი Gentleman

კაცის ჯანმრთელობის გასაძლიერებელი ჩაი

ჩაი ხელს უწყობს კაცის ჯანმრთელობის გაძლიერებას, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი. შემადგენლობაში შემავალი აქტიური მცენარეული ნივთიერებები საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება ხალხურ მედიცინაში და ასევე თანამედროვე კვლევებში. ერგონომიული ფორმა, პირამიდა, ხელს უწყობს ჩაის ფოთლების გემოს გახსნას და ხდის ჩაის სმის პროცესს უფრო კომფორტულს, გემრიელს და სასარგებლოს. 

40 გრ (20 პირამიდა, თითო 2 გრ)

დამზადებულია რუსეთში

370

კაცებს არ მოსწონთ ექიმებთან მისვლა. პროფილაქტიკა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე მკურნალობა და ჩაი Gentleman თან ერთად თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადვილი და კომფორტული გახდება. ჩაის არის საიმედო და ეფექტური პროფილაქტიკური საშუალება მამაკაცებისთვის და ასევე მას აქვს ძალიან სასიამოვნო გემო.

ჩაგა, მარალის ფესვი, წითელი ფესვი, მარწყვა-ბალახი გამოიყენება როგორც პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებები პროსტატის ადენომის დროს. მათი კომპლექსი დადებითად მოქმედებს მთლიან შარდსასქესო სისტემაზე და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდულ ეფექტი.

ვისთვის არის?

ვისაც უყვარს გემრიელი ჩაი.

ვინც უფრთხილდება თირკმელების ჯანმრთელობას.

ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩაის ნატურალური და უსაფრთხო შემადგენლობა.

ნაცნობი გემო. ჩაი Enerwood Herbal Tea შექმნილია მაღალი ხარისხის მწვანე და შავი ჩაის ბაზაზე, დამატებული აქვს სასარგვებლო ფიტოკომპონენტები. ისინი ძალიან გემრიელია და ზუსტად ამიტომ, აფთიაქის ფიტოსაშუალებებისგან განსხვავებით მათი დალევა სასიამოვნოა. 

კამჩატკის ენდემური-მცენარეები შემადგენლობაში. ფიტოჩაი Enerwood Herbal Tea ინგრედიენტები კამჩატკის ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში იზრდება, რომლებიც მთელ მსოფლიოში ცნობილია სასარგებლო მცენარეების სიმდიდრით. მუსონური კლიმატი, ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი, უთვალავი ტბა და მდინარე - იდეალური პირობებია სამკურნალო მცენარეების კულტივაციისათვის.

მაღალი ხარისხი. ფიტოჩაი Enerwood Herbal Tea ინგრედიენტები გადიან მრავალსაფეხურიან გასუფთავების და ფილტრაციის სპეციალურ პროცესს, რაც საშუალებას იძლევა შენარჩუნებული იქნას ჩაის სასარგებლო თვისებები. ლაბორატორიული ანალიზების საშუალებით კი აქტიური ნივთიერებების სწორი დოზირება ხდება. 

სწორი შეფუთვა. Enerwood Herbal Tea პირამიდებში გათვალისწინებულია დამატებით მოცულობა, რათა ჩაის ფოთლები უფრო ადვილად გაიშალოს, რითაც სასმელის გემოვნური თვისებები კიდევ უფრო კარგად გამოიკვეთება.

შემადგენლობა: ინდური შავი ჩაი, ჯანჯაფილი (ფესვი), ივან-ჩაი (ფოთოლი), მარალის ფესვი, ჩაგა, მარწყვა-ბალახი, ოქროწკეპლა, ანგელოზა (ფესვი), წითელი ფესვი, ფიჭვი.

შავი ჩაი აქვს მატონიზირებელი ეფექტი, შეიცავს P ვიტამინს, ამყარებს სისხლძარღვების კედლებს.

ივან-ჩაი სასარგებლოა დაღლილობის და გადაღლის დროს, ასუფთავებს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან, ხელს უყწობს სისხლის მიმოქცევას, ახდენს კუჭნაწლავის მოქმედების ნორმალიზებას, ახდენს ორგანიზმის დამცავი თვისებების გაძლიერებას.

მარწყვა-ბალახი აქვს სასარგებლო გავლენა ნაღვლის სისტემაზე, ხელს უწყობს ინტოქსიკაციის განმუხტვას და უჯრედების განახლებას. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება კუჭის ტკივილის, მონელების, რევმატიზმის, სისხლდენის, გრიპის, მკერდის დაავადებების, ღრძილების და პირის ღრუს დაავადებების, ნევრალგიული ტკივილების, თრომბოფლებიტის, ჰიპოტენზიის, მეტაბოლური დარღვევების დროს.

ჩაგა გამოიყენება როგორც მატონიზირებელი საშუალება. შესანიშნავი საშუალებაა სხეულის მავნე ნივთიერებების ინტოქსიკაციის შესამცირებლად. აქვს გავლენა კუჭის წყლულზე, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულზე და კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებებზე. ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ როგორც ანტინეოპლასტიკურ აგენტს.

ოქროწკეპლა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც შარდმდენი, ასევე - კენჭების დასაშლელი საშუალება. გამოიყენება შარდში დიდი რაოდენობით ცილის შემდველობის დროს.

მარალის ფესვი - მასტიმულირებელი, მატონიზირებელი და ადაპტოგენური საშუალება ფსიქიური და ფიზიკური დაღლილობის დროს, ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევების, მოქმედების დაქვეითების, ჰიპოტენზიის, იმპოტენციის, ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს.

წითელი ფესვი - ასტიმულირებს ფიზიკურ დატვირთვას და პოტენციას მამაკაცებში. ახდენს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის ნორმალიზებას, აქვს მასტიმულირებელი და გამაძლიერებელი ეფექტი გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და ნერვულ სისტემებზე. იგი გამოიყენება ფაღარათის, თავის ტკივილის, ანემიის დროს, ასევე როგორც შარდმდენი და მატონიზირებელი საშუალება.

ჯანჯაფილი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება სხვადასხვა საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევების დროს და აგრეთვე როგორც მატონიზირებელი საშუალება. მას აქვს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, სპაზმოლიზური, დამამშვიდებელი, ანტიემეტიკური ეფექტი, ამცირებს ქოლესტერინის და სისხლში შაქრის დონეს.

ფიჭვი ეფექტურია გაციების დროს, როგორც დამამშვიდებელი საშუალება, ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკისთვის, გრიპის, მწვავე რესპირატორული დაავადებების, სასუნთქი სისტემის ანთების, ხერხემლის დაავადებების, მეტაბოლური ართრიტის, სხვადასხვა ნევროზების, ნერვული და გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს.

 

ერთ პაკეტს დაასხით 200მლ ადუღებული წყალი და დააყენეთ 20 წუთი, პერიოდულად მოურიეთ და ბოლოს გაწურეთ პაკეტი. 

შეგიძლიათ დაამატოთ შაქარი გემოვნებით, ასევე თაფლი და ლიმონი.

გაფრთხილება: შარდ-კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში მიიღეთ მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. სხვადასხვა ნივთიერებების მიმართ შეუთავსებლობის შემთხვევაში პროდუქტის მიღება არ არის რეკომენდირებული. 

უკუჩვენება: დანამატების ინდივიდუალური შეუწყნარებლობა, მომატებული ნერვული გაღიზიანება, უძილობა, არტერიული წნევა, გულის რითმის დარღვევა, მძიმე ათეროსკლეროზი, გლომერულონეფრიტი, ორსულობა, ძუძუთი კვება.

გამოყენების რეკომენდაცია: უფროსებისთვის 1/2 ჭიქა (100მლ) ორჯერ დღეში, ჭამის დროს. გამზადებული სასმელი შეინახეთ მაცივარში, მხოლოდ 24 საათის განმავლობაში. გამოყენებამდე რეკომენდირებულია ექიმის კონსულტაცია.

პროდუქტის მიმოხილვები