საიტის ძველი ვერსია

გადასვლა
Herbal Tea

ფიტოჩაი Prana

ჩაი სასუნთქი სისტემის გასამყარებლად

ჩაი Prana შემადგენლობაში შემავალი მცენარეები ამარტივებენ სუნთქვას. სასმელი ასუფთავებს ფილტვებს მტვერისგან და ნადებისგან, იცავს სასუნთქი გზების ქსოვილებს და ხელს უწყობს ფილტვების აღდგენას დაავადებების შემდეგ.

ერგონომიული ფორმა, პირამიდა, ხელს უწყობს ჩაის ფოთლების გემოს გახსნას და ხდის ჩაის სმის პროცესს უფრო კომფორტულს, გემრიელს და სასარგებლოს. 

40 გრ (20 პირამიდა, თითო 2 გრ)

დამზადებულია რუსეთში

380
!შესაძლებელია სასაჩუქრე ანგარიშიდან გადახდა

ფილტვები უდიდესი მოცულობით ჰაერს ატარებენ, ასუფთავებენ მას, ყოველ წამს ორგანიზმს ამარაგებენ ჟანგბადით, რაც აუცილებელია თავის ტვინის, გულის და თირკმელების მუშაობისთვის. ფილტვები არის პირველი ბარიერი სმოგისთვის და ნიკოტინისთვის. ამიტომ თითოეული სიგარეტი, ავტომობილების გამონაბოლქვი ფილტვებზე საკუთარ კვალს ტოვებს. 

Prana ჩაიში შემავალი მცენარეები ამარტივებენ სუნთქვას, ასუფთავებენ ფილტვებს, აუმჯობესებენ მათ მუშაობას. ძირტკბილას ფესვს აქვს იმუნომოდულაციური, ანთების საწინააღმდეგო და ადაპტოგენური თვისებები. ჩაი ხელს უწყობს ფილტვების თანდათანობით გაწმენდას ნადებისგან და მტვრისგან, სასუნთქი გზების ქსოვილების დაცვას, დაავადებების შემდეგ ფილტვის ქსოვილის სწრაფ აღდგენას. ჩაის აქვს სასიამოვნო ტკბილი გემო და გამოკვეთილი არომატი.

ვისთვის არის?

ვისაც უყვარს გემრიელი ჩაი.

ვინც სასუნთქი სისტემის ჯანმრთელობას უფრთხილდება.

ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩაის უსაფრთხო და ნატურალური შემადგენლობა.

ნაცნობი გემო. ჩაი Enerwood Herbal Tea შექმნილია მაღალი ხარისხის მწვანე და შავი ჩაის ბაზაზე, დამატებული აქვს სასარგვებლო ფიტოკომპონენტები. ისინი ძალიან გემრიელია და ზუსტად ამიტომ, აფთიაქის ფიტოსაშუალებებისგან განსხვავებით მათი დალევა სასიამოვნოა. 

კამჩატკის ენდემური-მცენარეები შემადგენლობაში. ფიტოჩაი Enerwood Herbal Tea ინგრედიენტები კამჩატკის ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში იზრდება, რომლებიც მთელ მსოფლიოში ცნობილია სასარგებლო მცენარეების სიმდიდრით. მუსონური კლიმატი, ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი, უთვალავი ტბა და მდინარე - იდეალური პირობებია სამკურნალო მცენარეების კულტივაციისათვის.

მაღალი ხარისხი. ფიტოჩაი Enerwood Herbal Tea ინგრედიენტები გადიან მრავალსაფეხურიან გასუფთავების და ფილტრაციის სპეციალურ პროცესს, რაც საშუალებას იძლევა შენარჩუნებული იქნას ჩაის სასარგებლო თვისებები. ლაბორატორიული ანალიზების საშუალებით კი აქტიური ნივთიერებების სწორი დოზირება ხდება. 

სწორი შეფუთვა. Enerwood Herbal Tea პირამიდებში გათვალისწინებულია დამატებით მოცულობა, რათა ჩაის ფოთლები უფრო ადვილად გაიშალოს, რითაც სასმელის გემოვნური თვისებები კიდევ უფრო კარგად გამოიკვეთება.

შემადგენლობა: ინდური შავი ჩაი, ძირტკბილა (ფესვი), პილპილი (თესლები), ფორთოხალი (ქერქი), მიხაკი .

შავი ჩაი აქვს მატონიზირებელი ეფექტი, შეიცავს P ვიტამინს აქტივობა - აძლიერებს სისხლძარღვთა კედელს.

ძირტკბილა ხელს უწყობს სასუნთქი გზების  სეკრეტორული ფუნქციის ზრდას, ხსნის ნახველს, ამარტივებს ამოხველებას. სასუნთქი სისტემებზე სასარგებლო ეფექტი მიიღება ძირტკბილას ანტივირუსულ და ანტიბაქტერიულ თვისებებისგან. ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ანთებითი ფერმენტების ჩახშობით და ინტერფერონის წარმოების ზრდით.

პილპილი აქვს ანტისეპტიკური და ამოსახველებელი ეფექტი. სუნელის ჩაი სასარგებლოა საჭმლის მონელების პრობლემის და მეტეორიზმის დროს.

მიხაკი გამოიყენება სუნთქვის გასაადვილებლად სხვადასხვა რესპირატორული დაავადებების დროს. მას აქვს ანტიპარაზიტული, ანტიმიკრობული, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიემეტიკური ეფექტი.

ფორთოხალი ატონიზირებს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ფიტონციდული თვისებების გამო აქვს ანტიმიკრობული ეფექტი.

ერთ პაკეტს დაასხით 200მლ ადუღებული წყალი და დააყენეთ 20 წუთი, პერიოდულად მოურიეთ და ბოლოს გაწურეთ პაკეტი. 

შეგიძლიათ დაამატოთ შაქარი გემოვნებით, ასევე თაფლი და ლიმონი.

გაფრთხილება: შარდ-კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში მიიღეთ მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. სხვადასხვა ნივთიერებების მიმართ შეუთავსებლობის შემთხვევაში პროდუქტის მიღება არ არის რეკომენდირებული. 

უკუჩვენება: სხვადასხვა ნივთიერებების მიმართ შეუთავსებლობა, ორსულობა, ძუძუთი კვება, გულსისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული წნევა, გულის რითმის დარღვევა, მძიმე ათეროსკლეროზი, უძილობა,  ნერვული გაღიზიანება.

გამოყენების რეკომენდაცია: უფროსებმა მიიღეთ 1/2 ჭიქა (100მლ) ორჯერ დღეში, ჭამის დროს. დაყენებული სასმელი შეინახეთ მხოლოდ 24 საათის განმავლობაში, მაცივარში. გამოყენებამდე სასურველია ექიმთან კონსულტაცია.

პროდუქტის მიმოხილვები ფიტოჩაი Prana