საიტის ძველი ვერსია

გადასვლა
Herbal Tea

ფიტოჩაი Green Gold

გამაახალზგაზრდავებელი ჩაი

ხელს უწყობს ორგანიზმის გასუფთავებას, მეტაბოლიზმის სტიმულირებას, ზრდის ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას, აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი. ჩაის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმის გაციებისგან და გრიპისგან დაცვას. მსგავსი სასმელებისთვის იდეალური ფორმა, პირამიდა, ხელს უწყობს ჩაის ფოთლების გემოს გახსნას და ხდის ჩაის სმის პროცესს უფრო კომფორტულს, გემრიელს და სასარგებლოს. 

40 გრ (20 პირამიდა, თითო 2 გრ)

დამზადებულია რუსეთში

380
!შესაძლებელია სასაჩუქრე ანგარიშიდან გადახდა

ცხოვრების უკან მობრუნება და დროის გაჩერება შეუძლებელია. თუმცა ჩვენ შეგვიძლია შევანელოთ დაბერების პროცესი და ორგანიზმი დავიცვათ ყოველდღიური მავნე ზეგავლენისგან: კლიმატი, მზე, გამონაბოლქვი, ელექტრომაგნიტური გამოსხივება. 

Green Gold შემადგენლობაში შედის განსაკუთრებული მცენარეები - ბუნების "მწვანე ოქრო". მათ აქვთ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. კურილური ჩაის და წითელ მოცვს გამოყავთ მავნე ნივთიერებები და ასტიმულირებენ მეტაბოლიზმს. ლიმონის კანის და ჯანჯაფილის გემო კი ჩაის განსაკუთრებულ არომატს და გემოს სძენენ.

ვისთვის არის?

ვისაც უყვარს გემრიელი ჩაი.

ვინც უფრთხილდება თირკმელების ჯანმრთელობას.

ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩაის ნატურალური და უსაფრთხო შემადგენლობა.

ნაცნობი გემო. ჩაი Enerwood Herbal Tea შექმნილია მაღალი ხარისხის მწვანე და შავი ჩაის ბაზაზე, დამატებული აქვს სასარგვებლო ფიტოკომპონენტები. ისინი ძალიან გემრიელია და ზუსტად ამიტომ, აფთიაქის ფიტოსაშუალებებისგან განსხვავებით მათი დალევა სასიამოვნოა. 

კამჩატკის ენდემური-მცენარეები შემადგენლობაში. ფიტოჩაი Enerwood Herbal Tea ინგრედიენტები კამჩატკის ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში იზრდება, რომლებიც მთელ მსოფლიოში ცნობილია სასარგებლო მცენარეების სიმდიდრით. მუსონური კლიმატი, ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი, უთვალავი ტბა და მდინარე - იდეალური პირობებია სამკურნალო მცენარეების კულტივაციისათვის.

მაღალი ხარისხი. ფიტოჩაი Enerwood Herbal Tea ინგრედიენტები გადიან მრავალსაფეხურიან გასუფთავების და ფილტრაციის სპეციალურ პროცესს, რაც საშუალებას იძლევა შენარჩუნებული იქნას ჩაის სასარგებლო თვისებები. ლაბორატორიული ანალიზების საშუალებით კი აქტიური ნივთიერებების სწორი დოზირება ხდება. 

სწორი შეფუთვა. Enerwood Herbal Tea პირამიდებში გათვალისწინებულია დამატებით მოცულობა, რათა ჩაის ფოთლები უფრო ადვილად გაიშალოს, რითაც სასმელის გემოვნური თვისებები კიდევ უფრო კარგად გამოიკვეთება.

შემადგენლობა: მწვანე ჩაი, კურილური ჩაი (ფოთლები), ოქროწკეპლა (ბალახი), მოცვი(ფოთოლი), ჯანჯაფილი (ფესვი), ლიმონი (კანი).

მწვანე ჩაი ხელს უწყობს გულის მოქმედებას, ზრდის შრომისუნარიანობას და აქტივობას, ხსნის დეპრესიას და დაღლილობის შეგრძნებას. შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, ანელებენ დაბერების პროცესებს. აუმჯობესებს კანის, სისხლძარღვების მდგომარეობას, ხელს უშლის ტრომბის წარმოქმნას. 

კურილური ჩაი მის რადიაციის მიმართ დამცავ თვისებებს ანალოგი არ აქვს. აქვს ანტიმიკრობული, ამოსახველებელი, ქოლეტური, ჰემოსტატიკური, შემკვრელი და ანტიოქსიდანტური ეფექტი.

ოქროწკეპლა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც შარდმდენი, ასევე - კენჭების დასაშლელი საშუალება. გამოიყენება შარდში დიდი რაოდენობით ცილის შემდველობის დროს. 

მოცვი  გამოიყენება როგორც შარდმდენი და სადეზინფექციო საშუალება შარდის ბუშტისა და საშარდე გზების დაავადებების, უროლითიაზის, დაბალი მჟავიანობის, ართრიტის, გასტრიტის, პოდაგრის დროს. აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. მარილის მეტაბოლიზმის აღდგენის უძველესი საშუალება.

ლიმონი ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან და არეგულირებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის დონეს სხეულში 35-40% -ით და ასევე ხელს უშლიან ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას. ქერქში შემავალი ეთერზეთების დახმარებით ის მოქმედებს როგორც ანტიდეპრესანტი. სასმელს სასიამოვნო გემოს აძლევს.

ჯანჯაფილი ჯანჯაფილი ხელს უწყობს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით ცილების შეწოვას, აქვს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, სპაზმოლიზური, დამამშვიდებელი ეფექტი, ამცირებს ქოლესტერინს და  შაქარს სისხლში, ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებას. ეხმარება ორგანიზმს მწვავე რესპირატორულ დაავადებებისა და გრიპის დროს, ზრდის ორგანიზმის ტონუსს.

ერთ პაკეტს დაასხით 200მლ ადუღებული წყალი და დააყენეთ 20 წუთი, პერიოდულად მოურიეთ და ბოლოს გაწურეთ პაკეტი. 

შეგიძლიათ დაამატოთ შაქარი გემოვნებით, ასევე თაფლი და ლიმონი.

გაფრთხილება: შარდ-კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში მიიღეთ მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. სხვადასხვა ნივთიერებების მიმართ შეუთავსებლობის შემთხვევაში პროდუქტის მიღება არ არის რეკომენდირებული. 

პროდუქტის მიმოხილვები ფიტოჩაი Green Gold