Новый интернет-магазин уже здесь

გადასვლა
Occuba Professional, Must Have

შრატი Active

თმის ცვენის საწინააღმდეგო

შრატი თავის კანზე კომპლექსური ზემოქმედების შედეგად ეფექტურად აგვარებს თმის ცვენის პრობლემას. შრატის ეფექტურობა დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით. შრატი აჩერებს თმის ნაადრევ ცვენას, ამყარებს კაპილარებს, მცენარეული ექსტრაქტები აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას და ახდენენ თმის ზრდის სტიმულირებას, ატენიანებს და კვებავს თავის კანს.

 

10 ამპულა, თითო 5 მგ

2690
!შესაძლებელია სასაჩუქრე ანგარიშიდან გადახდა
!პროდუქტი არ არის მაგარაგში

შრატი ეფექტურად აგვარებს თმის ცვენის პრობლემას, რომელიც არასწორი მოვლით, სტრესით, სისხლის მიმოქცევის დარღვევით არის გამოწვეული. აქტიური კომპონენტები აჩერებენ თმის ცვენას და ხელს უწყობენ მის ზრდას. შრატის ეფექტურობა კლინიკური კვლევებით არის დადასტურებული: 100% შემთხვევაში თმა ხდება უფრო ხშირი, ჯანმრთელი და ბზინვარე. ეფექტი გრძელდება 6 თვე. 

  • რძის პროტეინები ამყარებენ კაპილარების კედლებს, უზრუნველყოფენ კვებას თმის ნორმალური ზრდისთვის
  • მცენარეული ექსტრაქტები აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას და ახდენენ ზრდის სტიმულირებას
  • ვიტამინები დ ამინომჟავები არბილებენ და ამშვიდებენ კანს

ვისთვის არის ?

  • ვისთვისაც მნიშვნელოვანია სახლის პირობებში პროფესიონალური ზრუნვა საკუთარ თავზე
  • ვისაც სურს ჯანმრთელი და ძლიერი თმა 
  • ვინც ეძებს უსულფატო შამპუნს
  • ვისთვისაც მნიშვნელოვანია უსაფრთხო შემადგენლობა
  • ხუთჯერ მეტი აქტიური კომპონენტი
    თუ ჩვეულებრივი შამპუნების 90% არის წყალი და მხოლოდ 10% სასარგებლო ნივთიერებები, Occuba Professional შედგება 50% აქტიური კომპონენტებისგან, ზუსტად ამითომ ის ინტენსიურად აღადგენს თმის სტრუქტურას. 
  • უსაფრთხოება
    Occuba Professional არცერთი საშუალება არ შეიცავს SLS ჯგუფის სურფაქტანტებს, საშიშ კონსერვანტებს, პარაბენებს და ფორმალდეჰიდებს. Occuba Professional-ში გამოყენებული დასაბანი საშუალება - არის ქოქოსის და პალმის ზეთებზე დაფუძნებული. აშორებს თმის ზედაპირზე დაგროვებულ ცხიმს და ჭუჭყს, არ აზიანებს დამცავ ფენას და არ აღიზიანებს თავის კანს. 
  • შესამჩნევი შედეგი
    Occuba Professional საშუალებები ატენიანებენ, ამკვრივებენ, უბრუნებენ ბზინვარებას, აღადგენენ თმის სტრუქტურას, უვლიან თავის კანს. ყოველდღიურად თმის მდგომარეობა უმჯობესდება.
  • გერმანული ხარისხი
    Occuba Professional საშუალებები დამზადებულია გერმანიაში - კომპანიაში JoJo Haircosmetics. უკვე 30 წელზე მეტია კომპანია ქმნის თმის მოვლის პროფესიონალურ კოსმეტიკას (1983 წლიდან). მას აქვს საკუთარი ლაბორატორია და კვლევითი ცენტრი. 
  • პერსონალური გამოსავალი ყველა ტიპის თმისთვის
    Occuba Professional კოლექციაში შედის ნებისმიერი ტიპის თმის მოვლის საშუალებები ყოველდღიური გამოყენებისთვის.თმის და თავის კანის კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად თითოეულ საშუალებაში დამატებულია შესაბამისი სპეციალური აქტიური კომპონენტები. მათ შერჩევაში მონაწილეობა მიიღო სპეციალურად მოწვეულმა ექსპერტმა ნატალია სვეჩნიკოვამ - უმაღლესი კატეგორიის ექიმი დერმატოლოგი, კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელი . 

AQUA(WATER), ALCOHOL DENAT., ISOPROPYL ALCOHOL, PROPYLENE GLYCOL, PEG-40 HYDROGENATED CASTOR OIL, GLYCERIN, MENTHOL, CETRIMONIUM CHLORIDE, INOSITOL, PANTHENYL ETHYL ETHER, GLYCINE SOJA (SOYBEAN) OIL, ACETYL CYSTEINE, ACETYL METHIONINE, LACTIS PROTEINUM EXTRACT, LACTOSE, SODIUM CITRATE, ARNICA MONTANA FLOWER EXTRACT, CITRIC ACID, TOCOPHEROL, ROSMARINUS OFFICINALIS LEAF EXTRACT, EUCALYPTUS GLOBULUS LEAF OIL, CINNAMOMUM CAMPHORA WOOD OIL, PINUS SPECIES TWIG LEAF OIL, ROSMARINUS OFFICINALIS LEAF OIL, CAMPHOR, PEG-35 CASTOR OIL, POLYSORBATE 20, AESCULUS HIPPOCASTANUM (HORSE CHESTNUT) SEED EXTRACT, RETINYL PALMITATE, CALCIUM PANTOTHENATE, BIOTIN, LINOLEIC ACID.

აქტიური კომპონენტები

 

  • რძის პროტეინები - შედიან თმის ზრდის ზონაში და ასრულებენ 2 ფუნქციას:
    1. ამყარებენ კაპილარებს, აუმჯობესებენ სისხლის მიკროცირკულაციას. თმა იღებს შესაბამის საკვებს და ნორმალური ზრდის საშუალებას
    2. აუმჯობესებენ თმის გარე ნაწილის მდგომარეობას - არბილებს და ხდის თმას უფრო ბზინვარეს
  • ცხენის წაბლის თესლის ექსტრაქტი - ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას თავის კანში, აძლიერებს სისხლძარღვების და კაპილარების კედლებს, ხელს უშლის თმის ცვენას.
  • მთის არნიკის ექსტრაქტი - შეიცავს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსს, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას და კანის კვებას, ასტიმულირებს თმის ზრდას. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ზოგადი გამაძლიერებელი ეფექტი, აჩქარებს დაზიანებული კანის აღდგენას.
  • ინოსტოლი - ხელს უშლის თმის ცვენას და ასტიმულირებს მათ ზრდას. აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, აძლიერებს და კვებავს თმის ფესვებს, ხელს უწყობს ჯანსაღი თმის ფოლიკულის ზრდას. 
  • ვიტამინებისა და ამინომჟავების კომპლექსი - არბილებს და ამშვიდებს სკალპს, ასტიმულირებს კოლაგენის წარმოებას, ხელს უწყობს კანის ცხიმის ბალანსის აღდგენას.
     

გამოყენების სქება

  • დაიბანეთ თავი, გაიშრეთ თმა პირსახოცით
  • გახსენით ამპულა
  • დაიტანეთ თმაზე
  • თანაბრად გადაანაწილეთ საშუალების მცირე რაოდენობა თავის კანზე
  • დაიმასაჟეთ კანი
  • გაიმეორეთ პროცედურა კანის სხვა ნაწილზე
  • არ ჩამოიბანოთ

რეკომენდაცია

  • თმის ცვენის აქტიური სტადიის დროს - გამოიყენეთ კვირაში 3-4 ჯერ
  • პროფილაქტიკის მიზნით - გამოიყენეთ კვირაში 1-2 ჯერ

კურსის რეკომენდირებული ხანგრძლივობა 3-4 კვირა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კურსის გამეორებაც

პროდუქტის მიმოხილვები შრატი Active

თქვენი ადგილდებარეობა

ყურადღება! ქვეყნის შეცვლის შემთხვევაში შესაძლებელია კალათა შეიცვალოს.